ბატაგური მსოფლიოში ყველაზე იშვიათი _ მტკნარი წყლის უდიდეს კუთა ჯიშისაა, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. ეს კუები მუდმივად წყალში ცხოვრობენ, საზრდოობენ წყალმცენარეებით და ნაპირზე მხოლოდ კვერცხის დასადებად ამოდიან. ბრტყელი და გლუვი ბაკანი ამშვენებთ, კიდურებზე კი აპკი და ბასრი ბრჭყალები აქვთ. ბანგლადეშის ეროვნულ ნაკრძალში სულ 6 მდედრი კუ ჰყავდათ.
ერთ დღეს, ნაკრძალის თანამშრომელმა რუპალი გოშმა 18 კგ-იანი მდედრი ბატაგური ბანგლადეშის სოფელში მარტოხელა მოხუცი ქალის ეზოში აღმოაჩინა. მოგვიანებით შეიტყო, რომ კუ, აგერ უკვე 16 წელია, ფოლადის გვარლით დაბმული, მოხუცი ქალის სახლთან ჩამომავალ ღელეში ცხოვრობს.
ნაკრძალის თანამშრომლებს დიდი დრო დასჭირდათ პატრონის დასარწმუნებლად, რომ უიშვიათესი კუ ეროვნული ნაკრძალისთვის კარგა დიდ თანხად დაეთმო. კუს გათავისუფლების სანახავად ლამის მთელი სოფელი შეიკრიბა, საყვარელ რეპტილიასთან გამოთხოვებისას ყოფილმა პატრონმა ცრემლები ვერ დამალა.