„ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს შეხვედრას სთხოვს:
„არაერთგზის ვთხოვე და თქვენი ეთერითაც ვისარგებლებ, ვთხოვ გენერალურ პროკურორს, რომ იქნებ შემხვდეს. მინდა მას გავუზიარო ის ინფორმაცია რაც მაქვს მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე სხვა ინფორმაცია, რომელზეც შესაძლებელია, რომ მას ამ ეტაპზე წვდომა არ ჰქონდეს,“ – თქვა ეთერ თურაძემ ტელეკომპანია „ფორმულაზე“ სტუმრობისას.