ბათუმი- ახალციხის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა.
როგორც საავტომობობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 86-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოსვლის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ამ დროისთვის მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკის მობილიზება გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად”,_ აცხადებენ დეპარტამენტში.