ბათუმი-თბილისის მატარებელი ქობულეთთან შეფერხდა.
როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შეფერხების მიზეზი მაღალი ძაბვის ქსელზე წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემაა.
“მაღალი ძაბვის ქსელზე შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო, შეფერხდა ბათუმი-თბილისის რეისი. საქართველოს რკინიგზის ტექნიკური ბრიგადა უკვე მუშაობს და უმოკლეს პერიოდში (მაქსიმუმ 30 წუთში) ვიმედოვნებთ მოძრაობის განახლებას”,_ აცხადებენ “საქართველოს რკინიგზაში”.