ოზურგეთში, ფარნავაზ მეფის ქუცაზე მდებარე 12-სართულიანი სახლის სახურავზე კვლავ რჩება 26 წლის გ.გ. იგი სახურავიდან გადმოხტომით იმუქრება. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო, პოლიციის ეკიპაჟები, ასევე სასულიერო პირები და ადგილობრივები.
როგორც “გურია ნიუსს” აღნიშნული კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა უთხრა. ბიჭს დედა სთხოვს რომ ჩამოვიდეს, თუმცა ახალგაზრდა, სავარაუდოდ არაფხიზელმდგომარეობაშია. ის ზის სახურავზე და ფეხები გადმოყოფილი აქვს.
“ბათუმიდან ჩამოიტანეს ბატუტები და კორპუსის წინ გაშალეს”, _ უთხრა გურია ნიუსს თვითმხილველმა.
[sexy_author_bio]