ბათუმის სანაპიროზე დაიღუპა ქალი, რომელიც პარაშუტით ჩამოვარდა. ინფორმაციას ajaratimes ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. პარაშუტზე ქალი ქმართან ერთად იმყოფებოდა, ეს უკანასკნელი კი დაშავდა.
დაშავებული კაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. თვითმხილველთა თქმით, შემთხვევას წინ უეცრად მოვარდნილი ქარი უძღვოდა, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდებოდა.
“დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. წინასწარი შეფასებით არ ჩანს ტრამვული ცვლილებები. ველოდებით კვლევების პასუხებს,” – განუცხადეს “აჭარა თაიმსს” რესპუბლიკურ საავადმყოფოში.