“ბათუმელების” ცნობით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ სახლის სადარბაზოს ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს _ ამჯერად კაცი.
მისი გადარჩენის ოპერაცია თითქმის 11 საათი გაგრძელდა.
მანამდე დაახლოებით 20:00 საათზე მაშველებმა ქალი – ინგა მეკეიძე ამოიყვანეს. ინგა თავის ორ შვილთან ერთად იყო ნანგრევებში მოქცეული. ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ის კონტაქტური არ იყო.