ბათუმის ბულვარში სამი ადამიანი დაჭრეს. რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანების თქმით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს.
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, 1 დაშავებული გადაიყვანეს BAU-ს კლინიკაში, 2 – “მედცენტრში”. მძიმედ დაშავებული პირი, ვისაც თავში აქვს დაზიანებები “მედცენტრში” მოთავსებული, ორი დაშავებულის მდგომარეობა კი, შედარებით სტაბილურია.
BAU-ს ინფორმაციით, მათთან ის პირი მიიყვანეს, ვისაც მინის ნამსხვრები მოხვდა ხელზე და მსუბუქი დაზიანებები აქვს.
შემთხვევა სასტუმრო “მერიდიანის” წინ მდებარე რესტორანთან, “გრილირესტორანთან” მოხდა. ამ რესტორნის მინის ფასადის ნამსხვრები პოლიციელებმა ლენტით შემოსაზღვრეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ფასადის ნამსხვრევები პოლიციელებს ტროტუარზე დახვდათ. ქვაფენილს ახლაც აქვს სისხლის კვალი.
რესტორნის თანამშრომლები კომენტარს არ აკეთებენ. ამ დრომდე კომენტარს აკეთებენ არც შსს-ში.
წყარო: batumelebi