ბათუმში, 19 მაისს გესტაციის 31-ე კვირას სამი ტყუპი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა “მედინა” ავრცელებს.
ევა, მარია, ნია ცეცხლაძეები 1.500-1.500-ს და 1.100 კგ-ს იწონიდნენ.
„ახალშობილებმა ახალშობილთა ინტენსიურ განყოფილებაში 2 თვე გაატარეს.
პატარებმა კლინიკა სრულიად ჯანმრთელებმა დატოვეს. გაწერისას ბავშვები იწონიდნენ: მარია- 3.130 კგ, ნია – 3.140 კგ, ევა – 2.980 კგ. ტყუპებს ოჯახში მშობლებთან ერთად 14 წლის და დახვდა“, – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.