„ბატიაშვილი იყო მინისტრი, რომელმაც ვითომ დაიწყო განათლების რეფორმა”, _ ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. კაპანაძის თქმით, ცუდი მინისტრი იყო და მის სახელს უკავშირდება არჩევნების დროს ზეწოლა სკოლის მასწავლებლებზე.
„ბატიაშვილი იყო მინისტრი, რომელმაც ვითომ დაიწყო განათლების რეფორმა, რეალურად კი მხოლოდ გამოცდები გაუუქმეს ბავშვებს და ამით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა მომავალი თაობის ცოდნას. მის სახელს უკავშირდება გაუგონარი ზეწოლა არჩევნებზე სკოლის მასწავლებლებზე, მინდა გამოვყო ია კერძაიას საქმე. ის იყო წარუმატებელი, ცუდი მინისტრი, რატომ მოხსნეს, ამას ვერ შევაფასებ,“ – განაცხადა კაპანაძემ.