ბათუმში მე-11 სართულიდან 43 წლის ქალი გადავარდა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, ქალი სტუმრად ძმასთან იყო მისული. ტრაგედიის დროს სახლში იმყოფებოდნენ ოჯახის სხვა წევრებიც.
შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.