ბათუმში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.
შემთხვევა ანბანის კოშკის მიმდებარედ, გუშინ მოხდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.
შსს-მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.
ფოტო “გურია ნიუსს” მოქალაქე მარიკა კიტიამ მიაწოდა.