სამშენებლო ობიექტზე დაშავების მორიგი შემთხვევა ბათუმში – სიმაღლიდან ტექნიკის შესამოწმებლად მიწვეული ექსპერტი გადმოვარდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი თავის ტრავმით რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმის ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
RUSTAVI2.GE