“მჯერა ყველაფერი კარგად იქნება!!! ჩვენს დალოცვილ საქართველოში და არამარტო საქართველოში მთელს მსოფლიოში. ცხოვრება შეიცვალა. ყოველი დღე უფრო სხვა ფიქრებით იწყება ვიდრე მანამდე. ცოტა დაძაბული ვართ, თუმცა უფრო მობილიზებული, შრომისუნარიანები და აქტიურები”, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბათუმის კლინიკა “მედინას” თანამშრომელმა ინდირა ბოლქვაძემ დაწერა.
ამ ბოლო დროს სულ იწერება იმაზე, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალa, რამდენი დაინფიცირდა, რამდენი მძიმედა და ა.შ. მინდა თქვენი ხასიათი, ენთუზიაზმი და მოლოდინი ცოტათი მაინც ავამაღლო, გაცნობოთ ძალიან სასიხარულო და სასიამოვნო ამბის შესახებ _ ჩვენს კლინიკაში ქვეყანას მოევლინა 3 (ორი ვაჟი, ერთი ქალი) ულამაზესი პატარა, 18-წლიანი მოლოდინისა და ბევრი ადამიანის დიდi შრომის შედეგად. ბატონი ჯუმბერ უნგიაძის ხელმძღვანლობით თავისი უდიდეს გუნდთან ერთად, კიდევ ერთმა ქართველმა ოჯახმა გაიხარა და 3 ანგელოზით გაანათა ოჯახური კერა. მე მჯერა, რომ უფლის ნებით ყველაფერი კარგად იქნება! ჩვენ ისევ შევძლებთ მხოლოდ ახალ სიცოცხლეზე დავწეროთ უფრო მეტი ვიდრე სიკვდილზე, მთავარია გვწამდეს”, _ წერს სოციალურ ქსელში ინდირა ბოლქვაძე.