ბათუმში, ზღვიდან, მაშველებმა, საფრანგეთის 4 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ტურისტები, სანაპიროდან 5 კმ-ში, კატარღით სეირნობდნენ, რომელიც მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლეს ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.