დღეს ლანჩხუთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 254 აღსაზრდელი მივიდა, ხოლო ბავშვები 5 ბაღში ისევ არ გამოცხადდნენ – ამის შესახებ “გურია ნიუსს” სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის დირექტორმა ნატა კობალავამ განუცხადა.
“გაჩერებულია აცანა, აკეთი, ხიდმაღალა, ნინოშვილი, ჯურუყვეთი”,_ ამბობს კობალავა.
ცნობისთვის, გუშინ აღსაზრდელები ლანჩხუთის 8 საბავშვო ბაღში არ მივიდნენ. ბავშვების მიუსვლელობას სკოლამდელ სააღზმზრდელო დაწესებულებაში უამინდობას უკავშირებენ და აღნიშნავენ, რომ ბავშვების მისაღებად ბაღები მზადაა.