ცოტა ხნის წინ მარიუპოლში, ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე მომხდარ თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს ყველას, დახურონ ცა და წერს, რომ ბავშვები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილები.
“მარიუპოლი. რუსული ჯარების პირდაპირი იერიში სამშობიაროზე. ხალხი, ბავშვები ნანგრევების ქვეშ არიან. ეს სისასტიკეა! როდემდე იქნება ამის თანამონაწილე სამყარო, რომელიც ტერორს აიგნორებს? დახურთ ცა ახლავე! შეაჩერეთ მკვლელობები! თქვენ გაქვთ ძალა, მაგრამ, როგორც ჩანს, კარგავთ ადამიანობას”, – წერს ზელენსკი “ტვიტერში”.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ უკრაინულ მედიაში მარიუპოლის დაბომბილი ბავშვთა საავადმყოფოს კადრები გავრცელდა.