9 და 11 წლის ბიჭებმა ქუჩიდან ავტომობილი მოიპარეს და ავარია მოახდინეს.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, VII მიკრორაიონში, მამაკაცმა სურსათის მაღაზიასთან “ჰონდას” მარკის ავტომობილი დააპარკინდა, რამდენიმე წუთში კი ქუჩაში ხმაურის გამო გამოიხედა და დაინახა რომ მისი ავტომობილი სხვა ავტომობილებს დაეჯახა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბავშვები აღნიშნულ ავტომობილს უთვალთვალებდნენ. როდესაც მძღოლი მანქანიდან გადავიდა ბიჭებმა ავტომობილში შეაღწიეს. საჭესათან 9 წლის ბავშვი დაჯდა, მან მანქანა დაქოქა, მოულოდნელად საჭე ვერ დაიმორჩილა და იქვე გაჩერებულ, ჯერ “ფოლკსვაგენის”, ხოლო შემდეგ “ტოიოტას” მარკის ავტომობილებს დეჯახა.
ავარიის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღეს ბავშვებმა, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. პაციენტების გადაყვანა “კლინიკა რუსთავში” მოხერხდა. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.