სამეგრელოში 8 წლის ძმისშვილის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულის ძმა და თავად ბავშვის მამა ამბობს, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ისტორიის მოგონებაში დედას ადანაშაულებს.
_ ჩემს შვილს არანაირი დაზიანება არ აქვს. დაკითხვა არ მომხდარა ჩემი, უბრალოდ მითხრეს ამბავი და ვსო”. – ამბობს ბავშის მამა
ინფორმაციას უარყოფს ასევე დაკავებულის მეორე ძმაც.
_ “ველოდებით ექსპერტიზას. ვიცი, რომ ჩემს ძმას ტყუილს უგონებენ”.- ამბობს ძმა.
ამბის მოგონებაზე საუბრობს ასევე დაკავებულის მეუღლეც და ამბობს, რომ 8 წლის ბავშვის დედამ სახლ-კარის წართმევის მიზნით მოიტყუა.
ბავშვის დედას პროვოკაციაში ადანაშაულებენ ასევე დაკავებულის სხვა ოჯახის წევრებიც და ამბობენ, რომ ქალი ადრე დედამთილს და მამათილს ცემაში ადანაშაულებდა.
28 წლის კაცი 8 წლის ძმისშვილის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული.
მეორე კლასელი გოგონა ამტკიცებს, რომ მასზე ბიძა სექსუალურად 2 წლის განმავლობაში ძალადობდა და მოზარდს გაჩუმების სანაცვლოდ აშანტაჟებდა.
ამბავი კი მას შემდეგ გასკდა, რაც სკოლის მსოწავლემ სექსულური ძალადობის შესახებ ყველაფერი დედას მოუყვა.
28 წლის კაცი ახლა ციხეშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას უვადო პატიმრობა ემუქრება .
დაკავებული კაცი ბრალს არ აღიარებს და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში აპირებს.
წყარო: tvpirveli