საქართველომ სტუმრად ალბანეთი 1:0 დაამარცხა. გოლი ალბანეთის კარში მატჩის 71-ე წუთზე ცენტრალურმა ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
ალბანეთთან მატჩის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილმა განაცხადა, რომ სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ შეიძლებოდა ორ თამაშში ორი გოლის გატანა მოეხერხებინა.
“ძალიან ამაყი ვარ, რომ მოვახერხე მეორე გოლის გატანა ეროვნულ ნაკრებში. ჩემი ბავშვვობის ოცნება იყო, მაგრამ ბავშვობაში შეიძლება არც წარმომედგინა, რომ ჩემი პოზიციიდან შემძლებოდა ორი გოლის გატანა ორ თამაშში. ყველაზე მეტად იმით ვარ კმაყოფილი, რომ გუნდმა ორივე თამაში მოვიგეთ. ვიცით, რომ მეორე თამაში შეიძლებოდა უკეთესადაც გვეთამაშა, მაგრამ ახლა გვაქვს ერთ თვიანი შესვენება სანაკრებო, მაგრამ წავალთ გუნდებში, უფრო მეტად უნდა მოვუმატოთ და დავბუნდეთ უკრაინასთან თამაშში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ ჩერდება ვიცით. დღევანდელი დღე უკვე წარსულს ჩაბარდა და უნდა მოვახერხოთ უკვე კონცენტრირება ჩვენს თავზე, რომ უკეთესად მოვახერხოთ დაბრუნება და ისევ გავახაროთ ჩვენი ქართველი გულშემატკივარი”,_ განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა.