“ბავშვს რამე არ დაემართოს, მაგაზე ილოცეთ ქართული ოცნება” _ ამის შესახებ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
გვარამიას თქმით, მისი არხის ოპერატორი ქარელში “ქართული ოცნების” შტაბის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.
“ირაკლი კობახიძევ, ლექსო ლაშქარავა კვადრატში გვჭირდება ოპოზიციასო თუ რა შხამს აფრქვევდი შე ნაძირალა?!! შენი პარტიის ქარელის ოფისიდან, შენივე პარტიის წევრებმა რომ გადმოაგდეს ადამიანი, ეს ოპოზიცია იყო? თუ ბექა ყორშიას დააბრალებ თავისივე ოპერატორის გადმოგდებას? თუ თვითონ გადმოხტა? ან იქნებ კაიფში იყო და გადმოვარდა?
ბავშვს რამე არ დაემართოს, მაგაზე ილოცეთ ქართული ოცნება / Georgian Dream.” _ წერს ნიკა გვარამია.