საქართველოში ბედობის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღედ ითვლება, რადგან მიაჩნიათ, რომ როგორც ბედობის დღეს შეხვდებიან, მთელი წელი იმის მიხედვით ჩაივლის.
2 იანვარს და 15 იანვარს ბედობაა, ძველ დროში ახალი წლის მეორე დღე ბედნიერების დაბედების დღედ ითვლებოდა. ბედობას, ძველი ტრადიციის თანახმად, ხალისიანი განწყობით, ლაღად და უდარდელად ხვდებოდნენ.
ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, მაგრამ მოსახლეობა ტრადიციას არ ღალატობს. ფიქრობენ, რომ სწორედ ბედობის დღეზეა დამოკიდებული როგორი იქნება მათთვის მთელი წელი.
ძველად ამ დღესთან დაკავშირებით ოჯახის უფროსი მეკვლეს ირჩევდა. ოჯახები ცდილობდნენ, სახლიდან არ გასულიყვნენ და დღე ოჯახურ გარემოში გაეტარებინათ, გამონაკლისი მხოლოდ ბედობის მეკვლედ დაპატიჟება იყო.
სტუმრად წასული მეკვლე მასპინძელს ლამაზად გამოწყობილი უნდა წვეოდა, ოჯახისთვის ტკბილეული მიერთმია და მხიარულ განწყობაზე ყოფილიყო. ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება, რადგან ეს იმედგაცრუებისგან დაცვას უკავშირდებოდა.