“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა სოფელ შრომის მოსახლეობასთან გამართა.
,,ქართული ოცნების“ გამარჯვება თითოეული მოქალაქის გამარჯვებას ნიშნავს.“ _ ასე მიმართა ოზურგეთის მერობის კანდიდატმა სოფელ შრომის მოსახლეობას.
,,სოფელი შრომა მართლაც გამორჩეული სოფელია, აქ ცხოვრობს ხალხი, რომელიც ქმნის ამ სოფლის ისტორიას, წარმართავს პროცესებს და აძლიერებს გურიის ამ ლამაზ კუთხეს. მინდა გითხრათ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, “ქართულმა ოცნებამ“ არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განახორციელა. გპირდებით, რომ სოფელ შრომის განვითარება ჩემი გამარჯვების შემდეგაც გაგრძელდება. ჩემთვის პრიორიტეტი არის ყოველი მოქალაქის პრობლემა და ის საკითხები, რომელთა მოგვარებაც ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებასა და წინსვლას. ტყუილი დაპირება არ მჩვევია და რასაც ვამბობ, იმას აუცილებლად ვასრულებ. სოფელ შრომაში პრობლემები უნდა გადაწყდეს, როგორც ადგილობრივ, ისე მუნიციპალურ დონეზე.“ – განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, თანაბარი შესაძლებლობები და განვითარების დამატებითი საშუალებები ყველა სოფელს გაუჩნდება. ამ შედეგის მიღწევის მიზნით მეტი სიმძლავრით ამუშავდება ინფრასტრუქტურული პროექტები – დასრულდება ყველა დარჩენილი სოფლის გაზიფიკაცია და წყალმომარაგება.
ბეგლარ სიორიძე შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსახლეობას გაესაუბრა და თითოეული მათგანის პრობლემას ინდივიდუალურად გაეცნო.