“ქართული ოცნების” ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მხარის გუბერნატორთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად სოფელ მთისპირის მოსახლეობას შეხვდა:
“გულღია და მშრომელ მთისპირელებს ჩემი საარჩევნო პროგრამის შესახებ ვესაუბრე. მათ პრობლემებს გავეცანი და თითოეულ უბანში გადასაჭრელ საკითხებზე ერთობლივად ვიმსჯელეთ. არჩევნების თარიღი ახლოვდება და პოლიტიკური ტემპერატურაც იმატებს. ოპონენტების მხრიდან გახშირდა პროვოკაციის მოწყობის ფაქტები. მორიგ პროვოკატორს კითხვებზე პასუხი თანასოფლელებმა გასცეს,” _ აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ.