“ქართული ოცნების” ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს გამარჯვება მიულოცა და შედეგები აღიარა:
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ცნობილია. ვულოცავ კოტე შარაშენიძეს გამარჯვებას.
დიდ მადლობას ვუხდი იმ ამომრჩეველს, ვინც მე დამიჭირა მხარი და სწორად შეაფასა ჩემ მიერ გაწეული შრომა ქალაქ ოზურგეთის მერად ყოფნის პერიოდში.
მე ამაყი ვარ, რომ ჩემს გუნდთან ერთად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, მუხლჩაუხრელად ვიშრომე ჩემი ქალაქისთვის. ამაყი ვარ იმ საქმეებით, რომელიც ოზურგეთზე სასიკეთოდ აისახა. მიხარია, რომ ვარ იმ პროექტების ავტორი, რომელიც კიდევ მრავალი წლის განმავლობაში სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქალაქს.
ვისურვებდი, რომ დაწყებული განვითარება არ შეჩერდეს და ოზურგეთში კიდევ მრავალი სასიკეთო საქმე გაკეთდეს.
მე, როგორც მერობამდე, ასევე, მერის პოსტზე ყოფნის დროს თუ ამიერიდან, ვრჩები ჩემი ოზურგეთის გვერდით და ვიქნები თქვენი გულშემატკივარი და ყველა სასიკეთო საქმის თანამონაწილე ყველა პოზიციიდან, სადაც არ უნდა ვიყო მომავალში” _ აღნიშნულია სიორიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.