ბეჰემოთის თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა.
BBC -ის ინფორმაციით, შემთხვევა კენიაში, ტბა ნაივაშაზე მოხდა.
როგორც ცნობილია, ტურისტი ბეჰემოთისთვის ფოტოს გადაღებას ცდილობდა, როცა ის თავს დაესხა და მკერდის არეში უკბინა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული 66 წლის ტაივანის მოქალაქეა.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ეს პირველი შემთხვევა არ არის და გასულ წელს 6 ადამიანი დაიღუპა.