მოძრაობა “თეთრი ხმაურის” აქტივისტს, ბექა წიქარიშვილს საქალაქო სასამართლომ 14 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ბექა წიქარიშვილის ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამი მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის ხულიგნობა, სხვისი ნივთის დაზიანება და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა.
გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც რეჟისორი ბექა ბზიავა და მოძრაობა თეთრი ხმაურის“ ლიდერი, ბექა წიქარიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ბზიავა წესრიგის დარღვევისთვის 500 ლარით დაჯარიმდა, წიქარიშვილს კი დღეს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა.