Bellingcat-ის გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ხრისტო გროზევმა Youtube-ის არხ “Popular Politics”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ FSB-ს მე-5 განყოფილების ყოფილი უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი, სერგეი ბესედა დაკავებულია.
ჟურნალისტის ინფორმაციით, დააკავეს რამდენიმე ოფიცერიც.
Popular Politics -თან ინტერვიუში გროზევმა ასევე თქვა, რომ 150-ზე მეტი FSB ოფიცერი, რომლებიც მუშაობდნენ “უკრაინულ ხაზზე” “გაწმინდეს”.
“შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი მათგანი, ვინც არ დააკავეს, FSB-დან გაუშვეს. ასე რომ, წმენდა დასრულდა. რამდენიმე დღეში, იმედი მაქვს, ამ ადამიანების ბედზე რაიმე ახალს გამოვაქვეყნებთ”,_ განაცხადა ჟურნალისტმა.
როგორც ცნობილია, ბესედა მუშაობდა უკრაინაში რუსული პროპაგანდისთვის და უკრაინაში შეჭრის წინა დღეებში დანაყოფმა პუტინს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მოსახლება ე.წ. “განმათავისუფლებლებს” ელოდებოდა.
შეგახენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ორკვირიანი ომის შემდეგ პუტინმა დაიწყო რეპრესიები ე.წ. FSB-ს მე-5 განყოფილების წინააღმდეგ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამსახურის ხელმძღვანელობას: გენერალ ბესედასა და მის მოადგილეს შინაპატიმრობა შეეფარდათ. მიზეზებს შორის არის ოპერაციებისთვის გამოყოფილი თანხების ბოროტად გამოყენება, ასევე, სუსტი დაზვერვა.
ავტორი