ბელორუსში, ქვეყნის პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი სერგეი ტიხონოვსკი და კიდევ 13 პოლიტპატიმარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, _ იუწყება BBC.
გათავისუფლებულთა სრული სია ჯერ ცნობილი არაა _ გასაჯაროებულია მხოლოდ შვიდი ადამიანის ვინაობა და მათ შორის არ არიან ცნობილი ოპოზიციონერები _ მარია კოლესნიკოვა და ვიქტორ ბაბარიკო.
პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაემთხვა აშშ-ს პრეზიდენტის სპევიალური წარმომადგენლის კიტ კელოგის მიონსკში ვიზიტს.
მალე ალექსანდრ ლუკაშენკოს წარმომადგენლის განცხადებაც გამოქვეყნდა:
„ეს იყო აშშ-ს პრეზიდენტის თხოვნა. ეს ის პირები არიან, რომლებიც ექსტრემიზმსა და ტერორისტულ ქმედებებში არიან ბრალდებულები. ტიხონოვსკის გათავისუფლება გათავისუფლება პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებულად ჰუმანური მიზეზებით მოხდა, რათა ის ოჯახს შეერთებოდა“, _ თქვა ლუკაშენკოს პრესმდივანმა ნატალია ეისმონტმა.
































































