ბერლინის აეროპორტმა ორშაბათს დაგეგმილი ყველა ავიარეისი გააუქმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავიარეისების გაუქმების მიზეზი პერსონალის გაფიცვაა.
აეროპორტის ასოციაციის ADV-ის თანახმად, სავარაუდოდ, ორშაბათს 3400 ფრენა გაუქმდება.
როგორც ცნობილია, პროფკავშირის მომლაპარაკებლები სხვა საკითხებთან ერთად ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების გაზრდას და დამატებით დასვენების დღეებს.
































































