ბერმუდის სამკუთხედი ეს არის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი ფენომენი.
ფაქტია რომ გასული საუკუნის შუა წლებიდან ამ მოვლენაზე არაერთი სტატია გამოქვეყნებულა. მასზე გადაღებულია როგორც მხატვრული ისე დოკუმენტური ფილმები.
ბერმუდის სამკუთხედი არის დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი რაიონი ატლანტიკის ოკეანეში რომელშიც თითქოს ხდება საზღვაო და საჰაერო გემების გაუჩინარება. რაიონი შემოსაზღვრულია ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულამდე, შემდეგ პურტო რიკომდე და შემდეგ ისევ ფლორიდამდე ბაჰამის გავლით.
ხდება სხვადასხვა ჰიპოთეზის გავრცელება ამ გაუჩინარების ასახსნელად, უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანეტელების მოტაცებამდე.
თუმცა სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ გემების გაუჩინარება ბერმუდის სამკუთხედიდან არ ხდება იმაზე უფრო ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და აიხსნება ბუნებრივი მიზეზებით. ასეთივე მოსაზრებას ეყრდნობა აშშ-ს სანაპირო დაცვა და სადაზღვეო კომპანია „ლოიდიც“, თუმცა, დამაფიქრებელია ის რომ 1945 წელს შემდეგ ბერმუდის სამკუთხედში გაქრა 100 ზე მეტი თვითმფრინავი და გემი (მათ შორის წყალქვეშა ნავები) და ათასზე მეტი ადამიანი.
ავტორი