დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე მარინა კიკნაძემ არაერთხელ გადადებული სასამართლო პროცესის სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. როგორც ცნობილია, თანამდებობიდან ოზურგეთის მერის კოტე შარაშენიძის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული ბესიკ მელუა ითხოვდა სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას.
სასამართლომ ბათილად ცნო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად გოგი ინწკირველის დანიშვნა, გააუქმა კონკურსის შედეგები, ბესიკ მელუას სარჩელი დააკმაყოფილა და ასევე, განაცდურის სასწრაფოდ აღდგენა მოითხოვა.
რაც შეეხება ხათუნა სურგულაძესა და ქეთევან კვაჭანტირაძეს, სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ბესიკ მელუამ „გურია ნიუსთან“ განაცხადა, რომ ეს იყო სასამართლოს მიერ საკმაოდ პრინციპული და კანონის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება.