ამ წუთებში ოზურგეთის საკრებულოში მომხდარი ინციდენტის შესახებ,„ გურია ნიუსთან“ დაზარალებული „ნაციონალი“ დეპუტატი ბესო ქათამაძე საუბრობს:
_ მე დამიბარეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა და მითხრეს, რომ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გვესაუბრა. იქ დამხვდნენ დეპუტატები ჭაკნელიძე, აროშიძე, კილაძე და სხვები. მაჩვენეს ჩემ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატუსები… უცებ უკნიდან რაღაც თავში მომხვდა, ძალიან მტკივნეულად. მეტი არაფერი ვიცი..
ბესო ქათამაძე ვერ ასახელებს პირს, ვინც თავში ჩაარტყა. ის ახლა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინ დგას და სავარაუდოდ, მალე საავადმყოფოში გადაიყვანენ.
„გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ ამ თემზე „ქართული ოცნების“ კომენტარს.