https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბეტონის გზები _ სოფლის დახმარების პროგრამის და პარლამენტარის “ფავორიტი” აქტივობა

8:03; 23.09.2024
G-NEWS TV
Share on FacebookShare on TwitterEmail

გურიის მხარეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი ცხემლისხიდი, მდინარე ნატანების პირას გაშენებული ულამაზესი სოფელია, ოზურგეთიდან შვიდი კილომეტრის დაშორებით. ის დასახლებულ პუნქტად მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოიხსენიება. კონკრეტულად “ცხემლისხიდის” სახელით კი, 1892 წლიდან ჩნდება. სოფელში ოთხასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.

ბოლო წლების განმავლობაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ისევე, როგორც სხვა სოფლებში, ცხემლისხიდშიც, უცვლელად, სხვადასხვა უბანში ბეტონის გზები იგება. ეს ხდება იქ, სადაც, ძირითადად, აღმართები და ამორტიზირებული გზებია.

თუმცა, წააწყდებით ისეთ უხერხულ გადაწყვეტილებებს, როცა კონკრეტულ უბანში მხოლოდ პარლამენტარის ჭიშკრამდე აგებენ გზას. შესაძლოა, ასეთ ფაქტზე იმართლონ თავი, “პარლამენტარიც ადამიანიაო”, მაგრამ ეს პარლამენტარი _ ბაია კვიციანის ეზოს იქეთ, მხოლოდ ერთი ოჯახია და ჩიხიც მთავრდება! არის თუ არა სამარცხვინო ის ფაქტი, რომ რამდენიმე მეტრით დაშორებულ სახლამდე არ აგრძელებენ გზის დაგებას და მის ჭიშკართან ჩერდებიან?! საინტერესოა, უქმნის თუ არა უხერხულობას კვიციანს ასეთი ხაზგასმული ზღვარი რიგით ადამიანსა და მას, ანუ ხელისუფლების მაღალჩინოსანს შორის?!!

_ როგორც ჩანს, ამ პარლამენტარს თავი უფრო მაღლა მდგომი _ “მისი უდიდებულესობა” ჰგონია! თუ თავად დააგო აქ ასფალტი, მოიგო ტენდერი და ასე შემდეგ, მთლად უარესი, – ერთადერთი მეზობლის ჭიშკრამდე რატომ არ უნდა დააგო გზა?! საარჩევნოდ ხმა ხომ უნდა იმ ოჯახიდან?! _ გვეუბნებიან ცხემლისხიდელები და გვირჩევენ, შევიდეთ აღნიშნულ უბანში და ჩვენი თვალით ვნახოთ რბილად რომ ვთქვათ, ეს საკმაოდ კარიკატურული მდგომარება.

ადგილზე მართლაც ასეთი სურათი დაგვხვდა: მაღალი ჯებირით შემორაგვულ (როგორც სჩვევიათ “ამა ქვეყნის ძლიერებს”!) ეზომდე ასფალტისსაფარიანი გზაა; იმის იქეთ კი, მხოლოდ ერთ სახლამდე, ოციოდე მეტრის მანძილზე, ჩვეულებრივი სოფლის შარაა და იქვე სრულდება ეს გზა _ ჩიხი.

ასფალტი მხოლოდ პარლამენტარის ჭიშკრამდეა დაგებული

თუმცა, ამ საკითხს ცოტა უფრო ქვემოთ მივუბრუნდეთ. ახლა კი ვისაუბროთ, კონკრეტულად 2024 წელს , სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რა რაოდენობის თანხაა განსაზღვრული ცხემლისხიდისთვის და რა გაკეთდა ან რა კეთდება…

სოფლის კრება ცხემლისხიდში 2024 წლის 16 თებერვალს ჩატარდა. ეს იყო დასახლების (ცხემლისხიდი, უჩხუბი, ბაღდადი) საერთო კრება. სულ ამ თემებში რეგისტრირებულია 1495 ამომრჩეველი, კრებას კი 17 ადამიანი, ექვსი ქალი და 11 კაცი ესწრებოდა! მათი ასაკი საშუალოდ 25 _60 წელი იყო.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხი _ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასახლებაში გასახორციელებელი პროექტის შერჩევა. სხდომის თავმჯდომარედ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე დაასახელეს.

ოქმის მიხედვით, მან სოფლის მცხოვრებლებს გააცნო,” სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასახლებაში გასახორციელებლად შემოსული საპროექტო წინადადებები”. ყველაზე მეტი აქტიურობა კრებაზე ქალებმა გამოავლინეს და მხარი დაუჭირეს ცხემლისხიდის, უჩხუბის და ბაღდადის გზებზე ბეტონის საფარის დაგებას. მერე კი, ღია კენჭისყრაზე, კრების მონაწილეებმა ერთხმად და ღიად გამოხატეს თანხმობა.

კრებამ დაადგინა, რომ “საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან, გასახორცილებლად შეირჩა სამ მდებარეობაზე არსებული გზა მასზე ბეტონის საფარის დასაგებად“. აქვე თქვეს, რომ სხვა საპროექტო წინადადებები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გახორციელდეს, “მომავალში აღნიშნული წინადადების გახორციელების რაიმე ხელისშემშლელი გარემოებები თუ წარმოიშობა“.

როგორც აქ გვეუბნებიან, ცხემლისხიდი ერთ-ერთი პირველი სოფელია, სადაც ამ წლით განსაზღვრული სოფლის მხარდაჭერის პროექტი უკვე გახორციელდა. ეს მაშინ, როცა მთელ მუნიციპალიტეტში ჯერ მხოლოდ ათ სოფელში ხდება გზების დაგება. სულ კი, 28 სოფელში უნდა გახორციელდეს მსგავსი პროექტები.

სოფელ ცხემლისხიდის მკვიდრი, წარმატებული ფერმერი შოთა მახარაძე წინა ხელისუფლების დროს და შემდეგ, 2021 წლამდე, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი იყო სოფელ ცხემლისხიდში. ის თანმიმდევრულად საუბრობს არსებულ პრობლემებზე, რაც კონკრეტულად სოფლის პროგრამას, ბეტონის გზებს და ზოგადად პრიორიტეტებს ეხება:

_ ვერ გეტყვით, რომ ცუდია, რაც კეთდება. რაც გაკეთდება, თუნდაც მცირე, კარგია ყველაფერი. სოფლის მხარდამჭერი პროგრამით განსაზღვრული პროექტის გახორციელების წინ, ადრე, სოფელში მოდიოდა მერიიდან ოფიციალური პირი, ვინც კურირებდა ამ საქმეს. ან თავად მერი მოდიოდა და ხდებოდა ხალხთან შეხვედრა. რასაც ხალხი იტყოდა, სტუმრები იწერდნენ, ოქმი შედგებოდა და შემდეგ ვახორცილებდით. ბეტონის გზები კი მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, რისთვისაც წინასწარ ცხადდებოდა ტენდერი. გზები ახლაც კი გაკეთდა, მაგრამ სოფლის პროგრამა გაქრა. იმ სოფლის პროგრამით ათასი რამ კეთდებოდა _ მემორიალური დაფა გაკეთდა, მაგალითად, სკვერი და ასე შემდეგ. ახლაც კი კეთდება გზები, მაგრამ იცით, რის თქმა მინდა? მაშინ სოფელს მეტი საქმე უკეთდებოდა. თორემ, ვიმეორებ, თუკი რამ გაკეთდება ხალხისთვის, ყველაფერი კარგია. სოფლის პროგრამით კეთდებოდა ის, რასაც ხალხი მოითხოვდა და პლუს, ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და კეთდებოდა ბეტონის გზები. რა არის აქ გაუგებარი? სოფლისთვის კეთდებოდა მეტი და ბევრად მეტიც! _ ამბობს შოთა მახარაძე.

მას, როგორც თავად გვეუბნება, ძალიან აწუხებს ის პრობლემები, რაც ხალხს აწუხებს და ამის დასტურად, სოფლის ცენტრში ერთი გასაუბრებაც კი საკმარისია:

_ რად გინდათ ჩვენი გვარ–სახელის ჩამოთვლა და ჩაწერა? ყველა ცხემლისხიდელები ვართ, ვინც აქ მოძრაობს, გაივლის და გამოივლის. 80 ჰა ფართობი საყანე მიწა აქვს სოფელს “ჩალიანში“, შეკვეთილთან ახლოს. ერთსაც არ დაუთესავს წელს! არადა, იყო დრო, დაუთესავი არ რჩებოდა. ამაზე დიდი პრობლემა რა შეიძლება სოფელს ჰქონდეს?! სიმინდი მოენატრა ხალხს! შესაღობ მასალას ვერ ვყიდულობთ. ჩვენთვის ამ თანხის გაღება შეუძლებელი გახდა. მთავრობისთვის კი არანაირად არ არის ძვირი. ნუთუ არ შეიძლება, რომ ერთხელ ამ სოფლის მხარდამჭერი პროგრამით შეიღობოს? ხალხიც გამოვა, თანამონაწილეობაზე უარს არავინ იტყვის, ნადის პრინციპით ვიმუშავებთ, _ ამბობენ ადგილობრივები.

_ რამდენი გზაც უნდა დააგონ, ჯერ ადამიანს გამოკვება სჭირდება! კი, ბატონო, გზა კარგია, მაგრამ პრიორიტეტი აქ საყანე ფართობების შემოღობვაა, რომლის ღობეები დაძველდა, დალპა, მოიშალა და ხალხი ვერანაირად ვერ ახერხებს შეკეთებასაც კი! გზებს რომ აკეთებენ, იქ ფული რჩება. ფარული ბერკეტი არსებობს ფულის “კეთების“. ხომ ყველამ იცის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელება, გარდა თავისი დანიშნულებისა, ამ ქვეყანაში რით არის მომგებიანი?! სახელმწიფო რესურსები, პირველ რიგში, კორუმპირებულ ჩინოვნიკებს აინტერესებთ. სხვა სოფლებზე ვერაფერს გეტყვით, ცხემლისხიდს კი, დღეს უპირველეს პრობლემად ქცეული აქვს საყანე ფართობების შეღობვა. წარმოიდგინეთ, ამხელა ფართობი ჰქონდეს სოფელს ისედაც მცირემიწიან რეგიონში და ვერ თესავდე! რაზეა საუბარი?! _ ამბობს სოფელ ცხემლისხიდის მკვიდრი, წარმატებული მეურნე დავით მამალაძე. ის ადრე, 2018-21 წლებში, ოზურგეთის საკრებულოში ლეიბორისტული პარტიის სახელით იყო შესული და ცხემლისხიდის მოსახლეობის მიერ იყო არჩეული.

ვახტანგ (ბაჩანა) ნიჟარაძე, ამჟამად ოზურგეთის საკრებულოს წევრი, არჩეულია ცხემლისხიდის, მთისპირის და ვაკიჯვრის მოსახლეობისგან:

_ ვინც ამბობს, რომ პრიორიტეტის განსაზღვრაში არ აღებინებენ მონაწილეობას, უბრალოდ, საერთოდ არაა ნამყოფი სოფლის კრებაზე. ბეტონის გზა არასდროსაა უალტერნატივო და ადგილობრივთა უმრავლესობის ნებაა, საყანე ფართობების შემოღობვა ამჯობინონ.

 თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ მათ სჭირდებათ სოფლის კუთვნილი სახნავ–სათესი ფართობის შეღობვა, ვერავინ დაუდგება წინ. ეს კია, უმრავლესობას უნდა სურდეს ეს. რაც შეეხება სოფლის შიდა გზებზე, უბნებში ბეტონის გზების დაგებას, უყოყმანოდ ეთანხმება ყველა და ეს ხალხის სურვილით ხდება. ამ საქმის ეფექტი ის არის, რომ თანხა ასი პროცენტით ხმარდება სოფელს. ტენდერით ხდება მხოლოდ ბეტონის და მავთულბადის ყიდვა. გეტყვით, რომ, მგონი, ყველამ იცის _ ყოველ წელს 50 მილიონი ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან, სოფლის პროგრამებისთვის, საქართველოს ყველა რეგიონში გასახორციელებლად. ერთი მილიონი უწევს ჩვენს მუნიციპალიტეტს. ამას კი მუნიციპალიტეტი თავისი ბიუჯეტიდან ამატებს კიდევ ერთ მილიონს. სოფელ ცხემლისხიდს, ბაღდადს და უჩხუბს ერთად, 2024 წელს 44 ათასი ლარი გამოეყო. ამდენივე როცა დაემატა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 88 ათასი ლარი გახდა. წელს ყველაზე ადრე თუ არა, ერთ–ერთი პირველი, ცხემლისხიდს გზებზე დაიგო ბეტონის საფარი და უკვე დამთავრებულია სამუშაოები. ზოგ სოფელში კი დაწყებულიც არაა. ცხემლისხიდსა და ბაღდადში თანაბარი სიგრძის გზა დაიგო. ხოლო უჩხუბში ცოტა უფრო ნაკლები. ყველაზე მეტად უჩხუბსა და ბაღდადში სასაფლაომდე მისასვლელი გზა სჭირდებოდა ხალხს. კრებაზეც თავად ისურვეს, რომ პირველ რიგში გაკეთებულიყო და პრიორიტეტი რომ თავად შეარჩიეს, სხვა რა გაკეთდებოდა, თუ არა ეს გზები? _ კითხვა აქეთ დაგვისვა ვახტანგ ნიჟარაძემ.

მან გულწრფელად გამოხატა გაკვირვება, რატომ საუბრობს ხალხი პრიორიტეტის არჩევაზე ისე, რომ თითქოს მათი უფლებები ირღვევა, იგნორირებულია მათი ნება და ამაში “ვიღაცას” ადანაშაულებენ:

_ როცა სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ირგვლივ კრება ტარდება, წინა დღეებში მე თითონ დავდივარ, ასევე, ატყობინებს გამგებელიც. განა ერთხელ და ორჯერ, მეტჯერ ვეუბნებით, ვურეკავთ… გეკადრება? არ მოდიან! მერე ყველაზე მეტს ასეთი ადამიანები

ლაპარაკობენ. მიკვირს, რა სჭირს ამ ხალხს? 11 წელია, რაც სოფლის გამგებელი, მერე კი საკრებულოს წევრი ვარ. თერთმეტჯერ ხომ ჩავატარეთ კრება , სულ ცოტა? სულ ასეთი ამბავია _ ხვეწნა სჭირდებათ, რომ მოვიდნენ!

_ ბატონო ვახტანგ, რატომ არ მოდიან, იქნებ, რაიმე რეალური მიზეზი აქვთ?

_ რა ვიცი, რა მიზეზი აქვთ. არაერთხელ ამბობენ, ამ რაოდენობის თანხით რა უნდა გაკეთდესო. არ უნდა ავითვისოთ , რაც არის? აბა, უარი ვთქვათ? იმის ძახილი, რომ “ეს რა ფულია“, უფრო შედეგს მოგვცემს? ნუთუ შეიძლება ასე ინდიფერენტულობა?

ვახტანგ ნიჟარაძემ იმის გასაბათილებლად, რომ პრიორიტეტებს თავად დასახლების მცხოვრებლები განსაზღვრავენ და არა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები, გაიხსენა 2013 წლის ამბავი.

_საუკეთესო მაგალითია 2013 წელს მომხდარი ფაქტი, რაც მთლიანად აბათილებს ასეთ ჭორებს, თითქოს, ხალხს არავინ ეკითხება სოფელში პრიორიტეტის შესახებ და მხოლოდ ბეტონის გზის დაგებაა აუცილებელი. სოფელ ვაკიჯვირისთვის მაშინდელი პროგრამით 36 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. სოფელ ფამფალეთში, რომელიც ამ თემშია, საბავშვო ბაღის ამორტიზირებული შენობა იყო. კომუნისტური ეპოქა რომ დასრულდა, მერე არ ფუნქციონირებდა. ვაკიჯვრის მოსახლეობამ გადაწყვიტა, მათი დახმარების თანხა მთლიანად მიმართულიყო ფამფალეთის საბავშვო ბაღის აღსადგენად. ჯერ ვაკიჯვარში ჩატარდა კრება. მერე კი ფამფალეთში. უსაზღვროდ გაიხარეს ფამფალეთელებმა. 2014 წლის მარტში უკვე ყველაფერი მზად იყო. აღნიშნული თანხით მოხერხდა ბაღის რეაბილიტაცია _ დასაქმდა თერთმეტი ადამიანი, 30-მდე ბავშვმა დაიწყო ბაღში სიარული და დღემდე ასე გრძელდება ეს ამბავი. მანამდე კი ბავშვები ფამფალეთიდან ვაკიჯვარში ან ქალაქში დაჰყავდათ. ბევრი კი არსად არ დადიოდა, შინ ჰყავდათ მშობლებს, რადგან არ ჰქონდათ საშუალება, სხვაგან წაეყვანათ საბავშვო ბაღში შვილები. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ პრიორიტეტს უმრავლესობა თუ შეარჩევს, წინ არავინ დაუდგება. ანუ საყანე ფართობის შემოღობვის სურვილი თუ უმრავლესობას ექნება, გადაწყვეტილებასაც მარტივად მიიღებენ. ტყუილია ან უვიცობა იმის მტკიცება, რომ ხალხს საყანე ფართობის შემოღობვა სურს, თუმცა მავანი უშლის და ხელისუფლებისკენ იშვერენ ხელს.

კითხვაზე, რამდენად უხერხულია და სირცხვილი, როცა პარლამენტარ ბაია კვიციანის ჭიშკრამდე, ერთ-ერთ უბანში, ცხემლისხიდში, ბეტონის გზა დააგეს. იმის იქეთ ერთი ოჯახია და მეტი სახლი არ დგას. რამდენიმე მეტრია დარჩენილი და ერთი შეხედვით ჩანს “სოციალური ხაზის” გავლება, ვახტანგ ნიჟარაძემ ასეთი პასუხი გაგვცა:

_ ეს გზა სოფლის პროგრამით არ გაკეთებულა. ასე ვიცი. თავად თუ დააგებინა კვიციანმა, თანხა თუ გადაიხადა, არ ვიცი დაზუსტებით. ეს თავადაც შეგიძლიათ გაარკვიოთ იმ მეწარმესთან, ვინც ტენდერში იყო გამარჯვებული და იქ ასფალტი დააგო, _ გვითხრა ნიჟარაძემ.

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ ბეტონის გზების მოწყობაზე, თავის მოსაზრებას გვიზიარებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ოზურგეთის საკრებულოს წევრი დავით მჟავანაძე:

_ ძალიან მნიშვნელოვანია სოფლების საგზაო ინფრატრუქტურის მოწყობა, თუმცა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა ჰქონდეს სურვილი და ცდილობდეს თანხების მოზიდვას. ასობით ათასი ლარი რომ იხარჯება “ქართული ოცნების” აქტივისტების დასაქმებისთვის, აქეთ მიმართონ ის თანხა. სოფლის მცხოვრებლებს არაფერს არ ეკითხებიან. გლეხი, რომელიც მთელი დღე მუშაობს, თურმე, უნდა შევიდეს მუნიციპალიტეტის მერიის გვერდზე და ეძებოს, როდის არის კრება და მივიდეს დანიშნულ დროს მითითებულ ადგილზე ან ერთი–ორჯერ დაურეკავენ ადამიანებს, მერე კი იძახიან, კრებაზე არ მოდიანო და ოციოდე მომხრე ამომრჩევლით წყვეტენ პროექტების საკითხს. რა ვიცი, “ბლექსი არენაზე” რომ ტარდება ხელისუფლების მხარდამჭერი კონცერტი, როცა თავად ჩამოჰყავთ მომღერლები, მაშინ როგორ ახერხებენ ხალხის შეგროვებას? ხომ გადაჰყავთ ავტობუსებით??? ეს ყველამ იცის. ამიტომ, არაა საჭირო ამდენი ტყუილი. ამ ხელისუფლებამ სოფლის პროგრამაში საზოგადოების ჩართულობა მოკლა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ _ ბეტონის გზები ძალიან კარგია, მაგრამ იმ საოცნებო ხუთი მილიონით დააგონ, ბიძინა ივანიშვილი რომ შეპირდა ხალხს 2012 წელს, _ განაცხადა მჟავანაძემ.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

დავით მამალაძედავით მჟავანაძე
გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

G-NEWS TV

ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

20:20; 30 აგვისტო, 2025
G-NEWS TV

ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

22:24; 3 მაისი, 2025
G-NEWS TV

აპრილის თოვლი გურიაში

09:32; 12 აპრილი, 2025
G-NEWS TV

დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

22:39; 2 თებერვალი, 2025
G-NEWS TV

ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

22:31; 2 თებერვალი, 2025

თხილის და წაბლის ფასი „დაძმობილდნენ?“

კვირის რომელ დღეს გამოიყურება ქალი ყველაზე ცუდად

ყველა სიახლე

სამართალი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

16:08; 30.12.2025
ფინანსები

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში $4 მილიარდით შემცირდა

15:30; 30.12.2025
პოლიტიკა

ევროკავშირის ახალი მექანიზმი უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ძალაში დღეიდან შედის

14:20; 30.12.2025
სამართალი

“ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს” _ ივანე ჩხაიძე მშობლებს მიმართავს

13:42; 30.12.2025
სამართალი

ოთარ ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს – სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

13:01; 30.12.2025
საზოგადოება

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

12:59; 30.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

11:45; 30.12.2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა

11:39; 30.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 იანვრამდე

11:01; 30.12.2025
საზოგადოება

თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა – უახლესი ინფორმაცია გზებზე დაწესებული აკრძალვების შესახებ

10:50; 30.12.2025
ზაფრანი

როგორ უნდა გაათავისუფლოთ სახლი ნეგატივისგან, ახალი წლის დადგომამდე   

10:36; 30.12.2025
ზაფრანი

იყავით ახალი წლის დედოფალი

10:35; 30.12.2025
ზაფრანი

რომელ ქვეყანაში შევხვდეთ ახალ წელს

10:33; 30.12.2025
ზაფრანი

საჩუქრები… საჩუქრები…   

10:31; 30.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო