სანტა ტერეზას სოფელში 20 წლის ბიჭი, ხუან რამოს ალფონსო პენაიო, სახლში იმ დროს მივიდა, როცა მას ოჯახის წევრები კრძალავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი სახლიდან 3 დღის წინ გავიდა და ბოლოს ბრაზილიის საზღვარზე შენიშნეს. აღნიშნული ტერიტორია კი კრიმინალური შემთხვევებით გამოირჩევა.
ბიჭს სახლში მიუსვლელობის გამო ოჯახმა ძებნა დაუწყო და პოლიციამ ის დაკარგულად გამოაცხადა, მოგვიანებით კი სამართალდამცავებმა ახალგაზრდას ცხედარი იპოვნეს და ჩათვალეს, რომ ის ხუან რამოს ალფონსო პენაიო იყო.
ამ დროისთვის უცნობია, სად გაატარა ბიჭმა 3 დღე. ცხედარი, რომლის იდენტიფიცირებაც არ მომხდარა მორგში დააბრუნეს.