“არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი, ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოემსახურება ქართველ ხალხს, სამშობლოს, ან უცხო ქვეყნის აგენტურას“,_ ამის შესახებ განცხადება “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.
მან აღნიშნა,რომ უცხოურ აგენტურას აქვს დავალება, საქართველო ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში.
ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანა ნანგრევებად იქცევა, თუ უცხოური აგენტურის მხარდაჭერილი ძალა გაიმარჯვებს.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა მედიის კითხვებს არ უპასუხა. გარდა ამისა, მედიის მიერ გადაღებულ ლაივ კადრებში ჩანს, როგორ დაახევინეს ჟურნალისტებს უკან, სანამ ბიძინა ივანიშვილი კომენტარის გასაკეთებლად დადგებოდა.