“ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ქონება 6.62 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, – განახლებული ინფორმაცია Bloomberg Billionaires Index-ზე არის ხელმისაწვდომი.
ქართველი ოლიგარქი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ახლა 383-ე ადგილს იკავებს.
გამოცემის ცნობით, ივანიშვილს ქონების ყველაზე დიდი ნაწილი ნაღდი ფულის სახით აქვს. საერთო ჯამში, ივანიშვილი 5,58 მილიარდი დოლარის ოდენობის ნაღდ ფულს ფლობს. ამავე მონაცემებით, ივანიშვილს 1 მილიარდი ხელოვნების ნიმუშებში აქვს დაბანდებული, 45 მილიონი კი უძრავ ქონებაში.
აქვე Bloomberg აღნიშნავს, რომ ქართველი მილიარდერის ქონების შესახებ მონაცემები დაბალი სანდოობისაა და ის მხოლოდ 1 ვარსკვლავით არის შეფასებული.