Bloomberg-ის 500 მილიარდერის სიაში მყოფი ქართველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ახალ რეკორდულ მაჩვენებელზეა. რეიტინგში ივანიშვილი 391-ე ადგილს იკავებს, იქამდე კი 401-ე ადგილზე იყო, _ იუწყება bpn.ge.
ივანიშვილის ქონება 7.73 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც, ამავე რეიტინგის თანახმად, რეკორდული ნიშნულია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი ქონება 1.38 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, გასული წლის 8 დეკემბერს Bloomberg-ის თანახმად ივანიშვილის ქონება 6.35 მილიარდ დოლარს შეადგენდა.