ამ წუთებში შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ბათუმელი ექიმების აქცია მიმდინარეობს. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის ბენო ჭელიძის ინფორმაციით, ის და მისი კოლეგები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
“დავიწყეთ მჯდომარე აქცია და თუ არ შეგხვდება ბიძინა ივანიშვილი, მაშინ გადავალთ შიმშილობაზე. მოვითხოვთ, რომ დროზე გამოიყოს ბიუჯეტში ტექნიკის ფული და მიხედონ რესპუბლიკურ საავადმყოფოს. დაანებოს ივანიშვილმა მონოპოლიების მფარველობას თავი და მიხედოს ხალხს“, _ გვითხრა ბენო ჭელიძემ.
ბენო ჭელიძის თქმით, მდუმარე აქცია ერთ დღეს გასტანს თუ ამის შემდეგ, არ შეხვდება ბიძინა ივანიშვილი ექიმებს, მაშინ აქცია სხვა ფორმას მიიღებს.