ბავშვთა კლინიკებში მწოლიარე ბავშვების მშობლების მხოლოდ ერთ პროცენტზე ნაკლებია აცრილი, ყველა აუცრელი მშობელი, თავისი შვილებთან ერთად, კლინიკებში წევს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ვიცით რეანიმაციები, სადაც 98 პროცენტი აუცრელი ადამიანები მკურნალობენ, ამის გაძლება შეუძლებელია, ჩვენი ქვეყანა ამას დიდი ხანი ვერ გაუძლებს. ყველა დღე, როდესაც ვაქცინაციის ნიშნულს მაღლა ავწევთ, რომელიც ახლა ძალიან ქვემოთ არის ჩამოსული, პირდაპირ ნიშნავს გადარჩენილი ადამიანების სიცოცხლეს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.