ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო.
ცნობისთვის, საკრებულოს სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სიტყვა ითხოვა საკრებულოს წევრმა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ.
მან ისაუბრა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და ოზურგეთში მომხდარ ინციდენტის შესახებ. კონკრეტულად, “ნაცმოძრაობის“ წევრები თავის ამომრჩევლებს ხვდებოდნენ და ესაუბროდნენ ევროკავშირს საკითხზე, რა დროსაც მივიდნენ “ქართული ოცნების“ წევრები და მათ შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ქონდა ადგილი, რის გამოც სხდომა შეჩერდა.
“ბიძინას მონებო“, “მიშას მონებო“- ისმოდა საკრებულოს დარბაზში შეძახილები.
ამ წუთებში საკრებულოს სხდომა გრძელდება.
ავტორი