https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

BILD- ცუდი ეჭვები საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ

11:45; 23.11.2021
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გერმანული გამოცემა Bild-ი საქართველოში გერმანიის ელჩთან ჰუბერტ კნირშთან დაკავშირებით ვრცელ, კრიტიკულ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი ჯულიან როპკე სტატიაში, „ქართული ოცნების“ მიმართ ელჩის კეთილგანწყობასა და ბიძინა ივანიშვილთან მისი ცოლის კავშირებზეა საუბრობს.

სტატიაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ანტოკორუფციული ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ამ ფაქტს, როგორც “კორუფციის შესაძლო ნიშანი” განიხილავს.

სტატიის ავტორი, ჯულიან როპკე, ასევე აღნიშნავს, რომ  ჰუბერტ ქნირში საქართველოში გერმანიის ელჩი 2018 წელს გახდა, ის მმართველი პარტია “ქართული ოცნებისა” და პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ, ცალმხრივი განცხადებების გაკეთებაში არაერთხელ დაადანაშაულეს.

„გურია ნიუსი“  სტატიის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:

“იმ დროს, როცა საქართველოში გერმანიის ელჩი ადგილობრივი ხელისუფლებისადმი თვალშისაცემად კეთილგანწყობილად მიიჩნევა, მისი ცოლი ორმაგ სარგებელს იღებს: სამთავრობო კონტრაქტსა და ოლიგარქის უნივერსიტეტში დასაქმებას.

► ანტი-კორუფციული ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა ამას “შესაძლო კორუფციული შემთხვევის ნიშნად” მიიჩნევს.

გერმანელი დიპლომატი, ჰუბერტ კნირში კავკასიის პატარა ქვეყნის, საქართველოს ელჩად 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე კი ის 4 წელი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მოსკოვში მუშაობდა.

ამის შემდეგ კნირში არაერთხელ დაადანაშაულეს ცალმხრივი განცხადებების გავრცელებასა და მმართველი პარტიის, ქართული ოცნებისა და ოლიგარქი ივანიშვილის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცევაში.

Bild-ი თვალს გადაავლებს ყველაზე გამორჩეულს შემთხვევებს.

კნირში ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკისგან იცავს

2020 წლის ივნისში საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს ბავშვთა  უფლებების კომიტეტის წევრობის კანდიდატად ჰომოფობად და ქსენოფობად მიჩნეული პოლიტიკოსი [სოფო კილაძე] წარადგინა. ათობით არასამთავრობო ორგანიზაციამ ეს გააპროტესტა. თუმცა კნირშმა არა [კილაძის] სადავო ნომინაცია, არამედ ჰომოფობის მგმობი სამოქალაქო საზოგადოება გააკრიტიკა.

კნირშმა არასამთავრობო ორგანიზაციები, “პირადი ხასიათის თავდასხმებსა” და “ამ დონეზე დაშვებაში” დაადანაშაულა და მათი ქმედება, ოპოზიციასა და მმართველი პარტიას შორის არაჯანსაღ დაპირისპირებას შეადარა.

პასუხად, 44-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გერმანიის ელჩის მიმართ კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ კნირში ძირს უთხრის “სამოქალაქო საზოგადოების მცდელობას, გამოავლინოს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპების დარღვევები”.

არასამთავროების განცხადების, ერთ-ერთი ხელმომწერი, ორგანიზაცია Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი BILD-თან ამ საკითხზე საუბრისას აღნიშნავს: “ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვაში უპირველესი გერმანიის ელჩი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ამ საკითხებთან დაკავშირებით, უკანასკნელ წლებში, ბატონმა კნირშმა არაერთი საეჭვო პოზიცია გამოხატა. მისი ღია მხარდაჭერა მმართველი პარტიის ყოფილი წევრის, სოფო კილაძისადმი, რომელიც ცნობილია მისი ადამიანთა უფლებების დამრღვევი პოლიტიკით, განსაკუთრებით საწყენი იყო”.

კნირში პატიმრების გამოშვებაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ხაზს იმეორებს

ასევე 2020 წელს, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოლაპარაკებების შედეგად, საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმებას მიაღწიეს. რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ცნობით, მოლაპარაკებების დროს, კნირშმა მათ სიტყვიერი გარანტია მისცა, რომ შეთანხმების ფარგლებში, “პოლიტიკური პატიმარი”, გიორგი რურუა გათავისუფლდებოდა. ოპოზიცია გერმანელის სიტყვას დაეყრდნო, მაგრამ სამი თვის შემდეგ გერმანელმა ელჩმა ერთ-ერთ ქართულ არხს განუცხადა: “ბატონი რურუა, 8 მარტის შეთახნმებაში ნახსენები არ იყო, ეს ცხადია და ამის წაკითხვა ყველას შეუძლია”.

ქართველმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ, რომელიც მოლაპარაკებებს პირადად ესწრებოდა, Bild-ს განუცხადა, რომ ბატონი რურუას საკითხი შეთანხმების ნაწილი იყო. თუმცა, მთავრობას მისი სახელის [შეთანხმებაში] პირდაპირ ჩაწრა არ სურდა. სწორედ ამის გამო, ოპოზიციამ მოლაპარაკებებში კიდევ რამდენიმე ელჩის ჩართვა მოითხოვა, როგორც შეთანხმების გარანტორების.

“სამწუხარდ, ელჩმა სიმართლე უბრალოდ ტყუილად შემოგვასაღა, როდესაც მან ამ საკითხზე ქართული ოცნების ვერსიას ღიად დაუჭირა მხარი”, – განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა BILD-თან საუბრისას.

კნირში გერმანიის გენერალურ პროკურატურას ეწინააღმდეგება

2020 წლის ივნისში კნირში გერმანიის ხელისუფლებას, ქართული მთავრობის დასაცავად დაუპირისპირდა.

კნირშის საელჩო დაუპირისპირდა გერმანიის გენერალური პროკურატურას, რომელმაც 2019 წელს, ქალაქ ბერლინში, საქართველოს მოქალაქის, ზემილხან ხანგოშვილის მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად, “საქართველოს პრორუსული მთავობის მიმართ მისი დაპირისპირება” დაასახელა.

კნირშმა გერმანიის საელჩოს Facebook-ის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მან აღნიშნა, რომ გერმანიის პროკურატურას “შეცდომაში შემყვანი ფორმულირება” აქვს გამოყენებული და “გერმანიის სამართლებრივი უწყებების მიზანს საქართველოს მთავრობის რაიმეს სახით დახასიათება არ წარმოადგენდა”.

კნირში მილოცვა საკამათო არჩევნების შემდეგ

ახალახანს, 2021 წლის ოქტომბერში, კნირშმა ძალიან სწრაფად გადაწყვიტა ეღიარებინა ადგილობრივი არჩევნები, რომელშიც 20 ქალაქიდან 19-ში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს. მას სურდა, რომ “მიელოცა ყველასთვის, ვინც მერად აირჩიეს” და ოპოზიციას შეახსენა, რომ შედეგების მიღება “ძირითადი დემოკრატიული ვალდებულებაა”.

“არჩევნების გაყალბებაზე” მხოლოდ ადგილობრივი ოპოზიცია და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები არ  საუბრობდნენ. მათთან ერთად, “ზეწოლისა და დაშინების შესახებ ფართო მასშტაბზე და თანმიმდევრულ ცნობებზე, ასევე მოქმედი ხელისუფლების ხელში არსებულ გაუმართლებელ უპირატესობებზე” საუბრობდნენ ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლებიც.

მეორემხრივ, BILD-ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, რომ კნირშმა “მიულოცა ყველას, ვინც გახდა მერი და ადგილები დაიკავა საკრებულოში” და რომ არჩევნების შესახებ მისი შეფასება “ევროკავშირის შეფასებისგან არ განსხვავდება”.

“ოპოზიციის ცილისწამების კამპანია” კნირშის წინააღმდეგ

საქართველოს მმართველმა პარტიამ, რომლის უკანაც მილიარდერი, ოლიგარქი და რუსეთის მეგობარი, ბიძინა ივანიშვილი დგას, თავისხმრივ მხარი დაუჭირა ელჩ კნირშს. 2020 წლის ივლისში გამოქვეყნებულ განცხადებაში, ხელისუფლებამ დაგმო “ცილისწამების კამპანია საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის მიმართ, რომლის უკანაც ოპოზიციის ლიდერები დგანან”.

როგორც ჩანს, გერმანიის ელჩი და მმართველი პარტია ერთმანეთთან ჰარმონიაში არიან, მაშინ როცა გერმანელი დიპლომატის ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან საკმაოდ მტრულად გამოიყურება.

► გერმანიის საგარეო სამინისტრო აღნიშნულს უარყოფს. უწყება BILD-ს პასუხობს, რომ გერმანიის საელჩო და ელჩი საუბრობენ “ისე, როგორც მათ საქმიანობას შეეფერება – კარგი ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან”.

ელჩის მეუღლის შემოსავლის წყაროები

ჰუბერტ კნირშის მეუღლე, ევა მარია კნირში, თბილისში საცხოვრებლად, ელჩთან ერთად, 2018 წელს ჩავიდა. მისი დასაქმება კი ახლა ქვეყანაში აურზაურს იწვევს.

ელჩის მეუღლე 2021 წლის გაზაფხულიდან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით, მოწვეულ ლექტორად მუშაობს.

“ჩვენი კლიენტი “მოწვეული ლექტორის” თანამდებობას იკავებს და შესაბამის ანაზღაურებას, სასწავლო საათების მიხედვით იღებს”, _ უთხრეს ქალბატონი კნირშის ადვოკატებმა BILD-ს. ეს გერმანელი პროფესორების ხელფასის ოთხი დონიდან, ყველაზე დაბალია.

გერმანიის ელჩის ცოლის ადვოკატები და საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საჯაროა, რაც ფორმალურად სიმართლეა.

ფაქტია, რომ უნივერსიტეტმა 2019 წელს სახელმწიფო დაფინანსების სახით 145 000 ევრო მიიღო, 2020 წელს კი 610 000 ევრო. თუმცა, მეორემხრივ სახეზეა ერთჯერადი ინვესტიციის სახით მიღებული 1 მილიარდი ევრო ფონდი ქართუსგან, რომელიც ოლიგარქის ოჯახსა და ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

საქმე ფარულ ჩარიცხვებთან არ გვაქვს, მეტიც ამ თანხისთვის უნივერსიტეტი საკუთარ ვებგვერდზე თავის დიდსულოვან შემომწირველს მადლობასაც უხდის.

არამხოლოდ ეს აქცევს ამ უნივერსიტეტს უნიკალურად, არამედ საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებას ობიექტის შექმნის დროსაც განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდა.

მაშინ როცა, საქართველოში ჩვეულებრივ საჯარო უნივერსიტეტებს სწავლების ავტორიზაციისა და სასწავლო პროგრამების აკრედიტაციის მისაღებად ხანგრძლივი პროცესის გავლა უწევთ, ოლიგარქის უნივერსიტეტმა აკრედიტაციის მოპოვება 2019 წლის ნოემბერში, სპეციალურად მისთვის შექმნილი კანონის (#5274) ფარგლებში მოახერხა.

აღიარებისთვის, მათ მხოლოდ წესდების გამოქვეყნება მოუხდათ, რომელსაც შემდეგ ქართული ოცნების მთავრობის წევრებმა ხელი მოაწერეს.

ევა მარია კნირშის ოლიგარქის უნივერსიტეტში დასაქმება არ გახლავთ გერმანიის ელჩის ბიუჯეტის ერთადერთი შემოსავალი მთავრობასთან დაახლოებული წყაროებიდან.

► 2020 წლის ივნისიდან, ქალბატონი კნირში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილ კომპანია TUM International-ში შტატგარეშედ, “საქართველოს წარმომადგენლის” პოზიციაზე მუშაობს. “ის ამ საქმისთვის შეუფერებლად დაბალ, საათობრივ ანაზღაურებას იღებს”. – განმარტავენ კნირშის ადვოკატები.

მეტიც: “2020 წელს ის თვეში 60 საათის განმავლობაში მუშაობდა, 2021 წლიდან კი მისი სამუშაო საათები თვეში 30 საათამდე შემცირდა. ამის მეშვეობით, მისი თითოეული სამუშაო საათი და შესრულებული საქმე აღრიცხულია”.

მიუნხენში დაფუძნებული კომპანიის ვებგვერდზე ნათქვამია: “TUM International საქართველოს მთავრობის დავალებით, რამდენიმე წელია კონსულტაციას უწევს KIU-ს”.

აქედან გამომდინარე, გერმანიის ელჩის ცოლი ორმაგ სარგებელს იღებს საქართველოში ყველაზე მდიდარი კაცისა და ძალაუფლების მქონე ოლიგარქისგან, რომელიც ქართული ოცნებისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უკან დგას.

ერთიმხრივ, უშუალოდ უნივერსიტეტში მუშაობით, რომელსაც ის [ივანიშვილი] დიდწილად აფინანსებს. მეორემხრივ, გერმანულ კომპანიაში მუშაობით, რომელიც კონსულტაციას უწევს სამთავრობო ოლიგარქის უნივერსიტეტს საქართველოს მთავრობის დავალებით.

► თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩის ცოლის დასაქმებაში პრობლემას ვერ ხედავს. BILD-ის კითხვაზე პასუხად, უწყებამ მხარი დაუჭირა “საზღვარგარეთ პარტნიორებს შორის პროფესიულ ურთიერთობებს ” და განაცხადა, რომ ქალბატონი კნირშის საქმიანობა მათთვის ცნობილია.

ელჩი საკუთარი ცოლის დამსაქმებელს არეკლამებს

2021 წლის იანვარში, ელჩი კნირში და საქართველოს განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს შეხვდა და მასთან ერთად “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა”. შეხვედრაზე კნირშმა “სამომავლო თანამშრომლობის მზაობა” გამოხატა და “გერმანელი და ქართველი პროფესორების  სამეცნიერო მიღწევები” შეაქო.

თავის მხრივ, ქართული ოცნების მინისტრმა, ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ელჩს “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერისა და განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის”. ამის გარდა, მინისტრმა ხაზი გაუსვა ივანიშვილის როლსაც, რომლის “უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების გარეშეც საქართველოში ამ რანგის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა: “კორუფციის შესაძლო შემთხვევა”

ანტი-კორუფციული ორგანიზაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ვიცეპრეზიდენტმა, გიორგი ონიანმა BILD-ს დაუდასტურა, რომ “გერმანიის ელჩი საქართველოში მმართველი პარტიის მიმართ ნაკლებად კრიტიკულად აღიქმება”. ელჩის ცოლის მიერ სახელმწიფოსგან მიღებული ორმაგი სარგებელი კი “შესაძლოა პრობლემას არ წარმოადგენდეს მყარი დემოკრატიისა და მოქმედი ინსტიტუტების მქონე ქვეყანაში, თუმცა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეს აშკარად პრობლემაა”

ანტი-კორუფციული ორგანიზაციის მკვლევარი აცხადებს, რომ “ელჩი კნირშის საქმიანობისა და განცხადებების ფონზე, შესაძლოა არსებობდეს ნიშნები კორუფციის შესაძლო შემთხვევის ან სულ მცირე ინტერესთა კონფლიქტის შესახებ”.

► მიუხედავად იმისა, რომ BILD-ის კითხვებისთვის ქალბატონ კნირშს პირადად არ უპასუხია, მისმა ადვოკატებმა გამოცემას განუცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის “კორუფციაში დადანაშაულება უსაფუძვლოა” და BILD-ს მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავება სთხოვეს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევა მარია კნირში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების კურსებს ასწავლის და წარმოადგენს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილ კომპანიას, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს განვითარებაში ეხმარება. “ამ ქმედებებიდან კორუფციის ბრალდების შექმნა აბსურდია”.

თუმცა, ელჩი კნირშისა და მისი ცოლის მიმართ მხოლოდ ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა არ გამოთქვამს.

► ვიოლა ფონ კრამონმა, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოზე ევროპარლამენტში დემოკრატიის გავრცელებისა და არჩევნებზე დაკვირვების კომიტეტში, BILD-ს განუცხადა:

“ყოველგვარ პოლიტიკურ აზრსაა მოკლებული, როდესაც ამდენად პოლარიზებულ ქვეყანაში, გერმანიის ელჩის მეუღლე ანაზღაურებად საქმიანობას ეწევა უნივერსიტეტში, რომელიც დაფინანსების 99%-ს მმართველი პარტიის უკან მდგომი ოლიგარქისგან იღებს.

რასაკვირველია, ინტერესთა კონფლიქტთან გვაქვს საქმე, მისი ქმრის პოლიტიკურ საქმიანობასთან მიმართებით. პირადად მე, ეს ძალიან პრობლემურად მიმაჩნია და მხოლოდ შემიძლია მოვუწოდო, შეწყვიტოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც სამთავრობო კონტრაქტებით მიღებულ შემოსავალს გულისხმობს”.

აღსანიშნავია, რომ კნირშის შემთხვევა პირველი არაა, როდესაც ელჩის ცოლი ოლიგარქი ივანიშვილისგან არაპირდაპირ შემოსავალს იღებს.

► ქართველმა ექსპერტმა თორნიკე გორდაძემ, ბერლინის სტრატეგიული მეცნიერებების საერთაშორისო ინსტიტუტიდან, BILD-ს უთხრა, რომ “რამდენიმე წლის წინ, სხვა ევროპელი ელჩის ცოლი ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ სკოლაში მუშაობდა. საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანისთვის ამგვარი ქმედებები, რა თქმა უნდა, ქველმოქმედებაა და კორუფციასთან არანაირ კავშირშია. თუმცა, ევროპული სტანდარტებით ეს ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს.

დემოკრატიის მკვლევარი აღმოსავლეთ ევროპაზე ფოკუსით აგრძელებს: “ბატონი კნირში ნამდვილად მიიჩნევა საქართველოში დასავლელ ელჩებს შორის ყველაზე მეტად ხელისუფლების მომხრედ. ის ფაქტი, რომ მისი ცოლი ივანიშვილის ერთ-ერთ საგანმანათლებლო ინსტიტუტში მუშაობს, კრავს ერთიან სურათს და ჯდება სრულ მონახაზში.”

► გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების (DGAP) ექსპერტს საქართველოს საკითხებში, სტეფან მაისტერს განსხვავებული აზრი გააჩნია. “არ ვფიქრობ, რომ აქ ინტერესთა კონფლიქტს აქვს ადგილი” – ეუბნება ის BILD-ს. ამის მიზეზი კი “სწავლების პრაქტიკაა, რომელიც შეზღუდულად ანაზღაურებადია.”

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი “დიდწილად ბიძინა ივანიშვილის მიერაა დაფინანსებული”, ეს არ არის “იშვიათი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი მნიშვნელოვან პროექტებშია ჩართული. საერთო ჯამში, ექსპერტისთვის “შემოსავლები, იმ ორივე საქმიანობიდან, რაც არცთუ იშვიათია ელჩის პარტნიორისთვის, წარმოადგენს ძალიან მცირე მიზეზს, იმისთვის, რომ კორუფციაზე ვისაუბროთ. სწორედ ამის გამო, მაისტერს “არ სჯერა, რომ ეს თანამდებობები ელჩის აზრზე ან პოლიტიკაზე გავლენას ახდენს.”

თუმცა, აღსანიშნავია, რომ მაისტერი, რომელიც თბილისში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდში, 2019-2021 წლებში მუშაობდა, აღიარებს რომ: “საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთი წევრი მართლაც უკმაყოფილოა ბატონი კნირშის ცალმხრივი პოზიციებით.” – წერია bild-ის სტატიაში.

[sexy_author_bio]

ჯულიან როპკე
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში დებატებზე – გუშინ ვნახეთ არაადეკვატური, რეალობას აცდენილი ტექსტები

12:31; 18 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

19:12; 17 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

მაია ბითაძე: 1 იანვრიდან ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე რეგულაცია არ იცვლება

18:52; 17 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩიხში შევიდა მანამ, სანამ”- ევროკავშირის საბჭო

15:34; 17 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კამპანია Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ იყო ერთი ხელიდან კოორდინირებული

15:23; 17 დეკემბერი, 2025

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,89 პროცენტს შეადგენს

"აცრილი ადამიანები გათამამდნენ"- მზარდი ეპიდვითარება გურიაში

ყველა სიახლე

საზოგადოება

“თხილის სუბსიდირების პროგრამა” უქმდება

15:18; 18.12.2025
მსოფლიო

პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

15:03; 18.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებები მომსახურების სექტორში მომუშავე ბიზნესისთვის

14:43; 18.12.2025
საზოგადოება

სად არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც გურიაში სტადიონები უნდა ააშენოს?

14:36; 18.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა _ ნახეთ, სად იყო ეპიცენტრი

13:47; 18.12.2025
ზაფრანი

ვინ არის დაბადებული წარმატებისათვის

13:14; 18.12.2025
ზაფრანი

ყველაზე მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი ადამიანები

13:12; 18.12.2025
ზაფრანი

რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ცხოვრებაში წარმატება მოიზიდოთ

13:11; 18.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები

13:03; 18.12.2025
საზოგადოება

პროცედურები, რომელიც მართვის მოწმობის აღსადგენად უნდა გაიაროთ

12:41; 18.12.2025
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში დებატებზე – გუშინ ვნახეთ არაადეკვატური, რეალობას აცდენილი ტექსტები

12:31; 18.12.2025
საზოგადოება

“უწყლოდ დარჩენილი თევზებივითაა ჩვენი შვილები…” _ ლანჩხუთის სკოლები რეაბილიტაციის მოლოდინში

12:30; 18.12.2025
საზოგადოება

“ისე უცებ ასხეპეს, ადამიანი რომ ყოფილიყო, დაყვირებას ვერ მოასწრებდა” _ ოზურგეთის ცენტრში მარადმწვანე ტუიას ბუჩქები ძირში მოჭრეს

12:20; 18.12.2025
საზოგადოება

ახალი დადგენილება ბახმაროს განაშენიანების შესახებ და ინტერვიუ ყოფილ მთავარ არქიტექტორთან

12:05; 18.12.2025
საზოგადოება

„გამარჯვებას რა უნდა“-  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

12:05; 18.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო