19 წლის მომღერალი ბილი აილიში პროფესიული საქმიანობის გარდა ცდილობს, ადგილი სილამაზის ინდუსტრიაშიც დაიმკვიდროს.
ახალგაზრდა შემსრულებელი საკუთარი სუნამოს ხაზს უშვებს სახელწოდებით „Eilish“.
„აღელვებული ვარ, მიხარია, რომ საბოლოოდ გიზიარებთ ჩემს სადებიუტო სუნამოს „Eilish“. ეს არის სურნელი, რომელსაც წლების განმავლობაში ვეძებდი. სუნამოები ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრებისა და არსებობის უზარმაზარი ნაწილი, ყოველთვის ოცნებად მქონდა საკუთარი სურნელის შექმნა და იდეების რეალიზება. ერთი სული მაქვს Eilish თქვენს ხელებში როდის მოხვდება.” – განაცხადა ახალგაზრდა მომღერალმა.
[sexy_author_bio]