თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
„გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, 45 წლამდე ასაკის კაცი კონტაქტზე არ გამოდიოდა და ახლობლებმა ბინაში იპოვეს გარდაცვლილი.
„კონტაქტზე არ გამოდიოდა, კარი ჩაამტვრიეს და გარდაცვლილი ნახეს“, — გვეუბნება წყარო.
როგორც ირკვევა, მამაკაცი თბილისში სამუშაოდ იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია,
რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. ცხედარი უკვე გადმოასვენეს სენაკში.
































































