ჩინეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღის შემდგომი გავრცელება და ბირთვული ომი თავიდან უნდა იქნას აცილებული,_ ნათქვამია კრემლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, აღნიშნული სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ “ბირთვულ ომს არ შეიძლება გამარჯვებული ჰყავდეს და შესაბამისად, ბირთვულ ომსაც არ უნდა ჰქონდეს ადგილი”.
“ბირთვული იარაღი უნდა ემსახუროს თავდაცვით მიზნებს, შეაჩეროს აგრესია და თავიდან აიცილოს ომი”,_ ნათქვამია განცხადებაში.