ბახმაროში დოღს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.
ინტერნეტი მოიარა კადრმა, სადაც ჩანდა მხედარი რომ ცხენიდან გადავარდა.
ambebi.ge-ს ინფორმაციით, მხედარი, რომლის კადრებმაც ინტერნეტსივრცე მოიარა, თორნიკე ბერძენიშვილია.
როგორც თორნიკე ბერძენიშვილმა ambebi.ge-ს უთხრა:
_ თავს უკეთესად ვგრძნობ, უბრალოდ ხელი მაქვს ნატკენი. ბინაზე ვარ, ჰოსპიტალში გადაყვანა, სამედიცინო დახმარება არ დამჭირვებია.
– დოღში პირველად მონაწილეობდით?
– არა, შვიდი წლიდან დოღზე ვარ.
_ რა მოხდა, რას აბრალებთ ამ ყველაფერს?
– ცხენს უეცრად ფეხი ასტკივდა, მარცხენა ფეხით თავი რომ უნდა შეეკავებინა, მოეკეცა, მანამდე არაფერი ეტყობოდა, უცებ მოხდა ასეთი რამ…
– კადრებში ჩანს ხალხი რომ შოკშია, თქვენ როგორ იყავით იმ წუთას?
– ხელზე ძალიან ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი, ყველაზე მეტად ხელი დაზიანდა.
ვრცლად: ambebi.ge































































