ბიჭმა ცოლად მოყვანის მიზნით არასრულწლოვანი ბიძაშვილი მოიტაცა. ფაქტზე პოლიციამ 4 პირი დააკავა. შემთხვევა ფონიჭალაში მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აწარმოებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.