თბილისის მერია დიდი ოდენობით წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევაში მოწინავე ადგილზეა.
თბილისის მერიის მიერ ერთ წელიწადში დახარჯული თანხები „ფლანგვის დეტექტორმა“ დათვალა და დაადგინა, რომ დედაქალაქის მთავრობამ 2017 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე წარმომადგენლობით ხარჯებში 771, 882.92 ლარი გაწია.
ამ პერიოდში წვეულებები და ღონისძიებები 51-ჯერ გაიმართა, რაშიც ბიუჯეტიდან 228 647.1 ათასი ლარი დაიხარჯა.
„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, 2017 წელს თბილისის მერიამ 27 წვეულება გამართა, რაშიც 131 ათასი ლარი დახარჯა. წარმომადგენლობითმა ხარჯებმა კი 610 ათას ლარს გადააჭარბა.



































































