ვერძი – ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს ყველაფრის (მათ შორის ბიზნესპროექტების) სწრაფად გაკეთება სურს, მაგრამ მიზნის მიღწევას მოთმინება სჭირდება. თუ მოთმინებას გამოიჩენს და დიპლომატიურობას ისწავლის, ბევრს მიაღწევს. ვერძისთვის ბიზნესპროექტების დასაწყებად დადებითი თვეებია: აპრილი, აგვისტო და დეკემბერი.
კურო – ამ ნიშნის წარმომადგენელს კარგად ეხერხება რაიმე იდეისგან ფულის “გამოდნობა”. ის მეტად პრაქტიკული, რეალისტი და წინდახედულია. კომერციული გარიგებისას შეცდომას იშვიათად უშვებს. მისთვის ბიზნესის წამოწყების მხრივ დადებითი თვეებია: მაისი, სექტემბერი და იანვარი.
ტყუპი – კომუნიკაბელური და უშუალოა. შეუძლია რამდენიმე კომერციული თუ არაკომერციული იდეა “შეაჯეროს” და შესანიშნავი ბიზნესპროექტი შექმნას. განსაკუთრებულ წარმატებას საინფორმაციო ბიზნესში აღწევს, თუმცა თანხების აკუმულირებას ვერ ახერხებს. ბიზნესის წამოწყებისთვის დადებითი თვეებია: ივნისი, ოქტომბერი და თებერვალი.
კირჩხიბი – ეს ნიშანი თავს ყველაზე კარგად უძრავი ქონებით, ნავთობით, სპირტითა და თამბაქოთი ვაჭრობაში გრძნობს და ამ სფეროდან შეუძლია მაქსიმალური მოგება ნახოს. ბიზნესის წარმოებისთვის წარმატებული თვეებია: ივლისი, მარტი და ნოემბერი.
ლომი – მასში ბიზნესმენის “სული” “ზის”. შეუძლია უხელმძღვანელოს დიდ ორგანიზაციებსაც და პატარა ფირმებსაც. წარმატებას აღწევს სატელევიზიო და შოუბიზნესში, აგრეთვე, საზოგადოებრივი კვების სფეროში. ბიზნესის წარმოებისთვის დადებითი თვეები: აპრილი, აგვისტო და დეკემბერი.
ქალწული – ჭკვიანი, დაკვირვებული და ფრთხილი ადამიანია. მის მიერ შექმნილი აუდიტორული თუ ანალიტიკური ცენტრების მომსახურებით გავლენიანი ადამიანები ხშირად სარგებლობენ. მისთვის ბიზნესის დასაწყებად დადებითი თვეებია: მაისი, სექტემბერი და იანვარი.
სასწორი – ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებში იშვიათად გამოერევა “სერიოზული” ბიზნესმენი (ისევე როგორც ტყუპსა და მერწყულში). ყველაზე დიდ პრობლემას მერყევი ხასიათი უქმნის. თავს კარგად გრძნობს საშუამავლო, სამაკლერო და სადიზაინო ბიზნესში. ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად მისთვის დადებითი თვეებია: ივნისი, ოქტომბერი და თებერვალი.
მორიელი – რასაკვირველია, ყველა “მორიელი” ბილ გეითსი ვერ გახდება, მაგრამ ამ ნიშანს გამდიდრების (ბიზნესის აწყობის) შანსი ნამდვილად აქვს. წარმატებას აღწევს საბანკო-საფინანსო საქმიანობასა და სადაზღვევო ბიზნესში. ბიზნესსაქმიანობისათვის წარმატებული თვეებია: ივლისი, მარტი და ნოემბერი.
მშვილდოსანი – ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს ხშირად უმართლებს. შეუძლია ბიზნესი გააფართოოს, საერთაშორისო არენაზე გაიტანოს და უცხოელი პარტნიორები გაიჩინოს. მისთვის ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად საუკეთესო თვეებია: აპრილი, აგვისტო და დეკემბერი.
თხის რქა – ამ ნიშნით დაბადებულები წარმატებას აღწევენ უძრავი ქონებით (მიწის ყიდვა-გაყიდვა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა) ვაჭრობაში, აგრეთვე, პიარისა და რეკლამის სფეროში. მისთვის ბიზნესის დასაწყებად კარგი თვეებია: სექტემბერი და იანვარი.
მერწყული – მას უფრო ინტელექტუალური ბიზნესი ხიბლავს, წარმატებას აღწევს ახალი ტექნოლოგიების ბიზნესში, აგრეთვე, სატელევიზიო სფეროში, თუმცა უყაირათოა და ხშირად თავისი ექსტრავაგანტური გადაწყვეტილებებით პრობლემებს იქმნის. ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად დადებითი თვეებია: ივნისი, ოქტომბერი და თებერვალი.
თევზები – ამ ნიშნის წარმომადგენლები კარგად უძღვებიან ბიზნესს, რომელიც დაკავშირებულია ხელოვნებასთან, ნავთობისა და ალკოჰოლის წარმოებასთან, მედიკამენტებთან, საგამომცემლო საქმიანობასთან. კარგი იქნება, თუ ბიზნესს დაიწყებს ივლისში, მარტში ან ნოემბერში.