Bloomberg-მა მიმდინარე წელს ბიზნესის წარმოებისთვის მსოფლიოს 50 საუკეთესო ქვეყნის სია შეადგინა, რისთვისაც 11 სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციისა და წყაროს მონაცემები გამოიყენა.
საბოლოო დასკვნისთვის თითოეული ქვეყანა 6 პარამეტრით შეაფასეს. ესენია: მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე, შრომის ანაზღაურება, სამომხმარებლო ბაზა, დანაკარგები კორუფციისა და ინფლაციის შედეგად, ეკონომიკური ინტეგრირებულობა და ახალი ბიზნესის გასაფორმებლად და შესაქმნელად საჭირო ხარჯების ოდენობა.
ტოპათეული ასე გამოიყურება:
- ჰონკონგი
- ჰოლანდია
- აშშ
- დიდი ბრიტანეთი
- ავსტრალია
- გერმანია
- იაპონია
- საფრანგეთი
- ავსტრია
- სინგაპური